მთავარიბიბლიაესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 64

64

1 ზეცა რომ გაგერღვია, ჩამოსულიყავი, მთები ჩამოდნებოდნენ შენს წინაშე,

2 როგორც ცეცხლი წვავს ფიჩხს, წყალს ათუხთუხებს ცეცხლი, რათა ეუწყოს შენს მტრებს შენი სახელი, რათა შენი სახის წინაშე შეძრწუნდნენ ხალხები.

3 როდესაც შენ იქმოდი საშინელებებს, რომლებსაც არ ველოდით, ჩამოდიოდი, მთები დნებოდნენ შენს წინაშე.

4 არასოდეს სმენიათ, არ გაუგონიათ, თვალს არ უნახავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომ მოემოქმედოს ასეთი რამ თავის მომლოდინესათვის.

5 ეგებები მხიარულსა და სიმართლის მქმნელს, ვინც გიხსენებს შენს გზებზე. აჰა, შენ მრისხანებ, რადგან ვცოდავთ სულმუდამ, და როგორღა გადავრჩებით?

6 და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე, ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენი ურჯულოება ქარივით წაგვიღებს.

7 და არავინაა შენი სახელის მხმობელი, გამოღვიძებული, რომ მოგეჭიდოს, რადგან გვიმალავ შენს სახეს და დავდნით ჩვენი ურჯულოებისაგან.

8 და ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი.

9 ნუ განრისხდები, უფალო, მეტისმეტად და სამუდამოდ ნუ გეხსომება ურჯულოება. აჰა, შეხედე, შენი ერი ვართ ჩვენ ყველანი.

10 შენი წმიდა ქალაქები გაუდაბურდნენ, სიონი უდაბნოა, იერუსალიმი – უკაცრიელი.

11 სახლი ჩვენი სიწმიდისა და დიდებისა, სადაც გაქებდნენ ჩვენი მამები, ცეცხლში დასაწველი გახდა, და ყოველივე ჩვენთვის ძვირფასი ნანგრევებად იქცა.

12 ნუთუ ამაზე კიდევ შეიკავებ თავს? უფალო, გაჩუმდები და გაგვტანჯავ მეტისმეტად?

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66