მთავარი ›ბიბლია ›ესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 56

56

1 ასე ამბობს უფალი: "შეინახეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან მალე მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სიმართლე გამოჩნდება.

2 ნეტარია ის კაცი, ასე რომ იქცევა და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს და ყოველგვარი ბოროტებისგან რომ აკავებს თავის ხელს”.

3 დაე, ნუ იტყვის უცხოტომელის ძე, რომელიც შეუერთდა უფალს: "უსათუოდ მომწყვეტს უფალი თავის ხალხსო!” და ნუ იტყვის საჭურისი: "აჰა, გამხმარი ხე ვარო!”

4 რადგან ასე ამბობს უფალი: "საჭურისები, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ეჭიდებიან;

5 მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს კედლებში სახსენებელს და სახელს, ჩემს ძეებზე და ასულებზე უკეთესს; მარადიულ სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება.

6 უცხოტომელთა ძეებსაც, უფალს რომ შეუერთდნენ, რათა ემსახურონ მას, უყვარდეთ უფლის სახელი და იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, ვინც შეუბღალავად ინახავს შაბათს და მტკიცედ ეჭიდება ჩემს აღთქმას,

7 ჩემს წმიდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ; სასურველი იქნება მათი სრულადდასაწველები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისათვის”.

8 ასე ამბობს უფალი, ღმერთი, გაფანტული ისრაელიანების შემკრები: სხვებსაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილთ.

9 მინდვრის ყველა ცხოველო და ტყის ყველა მხეცო, მოდით და ჭამეთ!

10 მისი გუშაგნი ბრმები არიან, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, არ შეუძლიათ ყეფა, მწოლიარე მესიზმრენი, თვლემის მოყვარულნი.

11 ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი; მწყემსები არიან, მაგრამ გონიერება არა აქვთ. ყველამ თავ-თავის გზაზე გადაუხვია, უკლებლივ ყველამ - თავისი უმართლო ანგარებისკენ.

12 ამბობენ "მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ მაგარი სასმელით, ხვალინდელი დღე კი დღევანდელივით იქნება, და უფრო უკეთესიც!”

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66