მთავარიბიბლიაესაია

ძველი აღთქმა · ესაია

ესაია 15

15

1 წარმონათქვამი მოაბზე: მართლაც ღამით გაპარტახდა ყარ-მოაბი, განადგურდა; მართლაც ღამით გაპარტახდა კირ-მოაბი, განადგურდა.

2 ავიდნენ ისინი ტაძრად და დიბონს, გორაკებზეც კი – სატირლად; ნებოზე და მედებაზე ქვითინებს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული, ყველას წვერი აქვს მოკვეცილი.

3 მის ქუჩებში ძაძას შემოირტყამენ, მის ბანებსა და მოედნებზე ყველა ქვითინებს და იღვრებიან ტირილად.

4 შეჰკივლეს ხეშბონმა და ელყალემ, იაჰცამდე ისმის მათი ხმა; ამის გამო მოაბის მებრძოლნიც იკივლებენ, თრთის მისი სული.

5 ჩემი გული იკივლებს მოაბზე. გარბიან მისგან ცოყარამდე, ყეგლათ-შელიშიამდე. რადგან ლუხითის აღმართზე ტირილით ადიან, რადგან ხორონაიმის გზაზე აამაღლებენ კივილს ნგრევის გამო.

6 რადგან ნიმრიმის წყლები დამშრალია, რადგან ბალახი გახმა, ჯეჯილი განადგურდა, სიმწვანე აღარაა.

7 ამიტომ დაგროვილ სიმდიდრეს და თავიანთ მიერ გადანახულს გადაიტანენ ტირიფთა ხევზე.

8 რადგან კივილმა მოიცვა მოაბის მიწა-წყალი, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ელიმამდე – მისი გოდება.

9 რადგან დიმონის წყლები სისხლით გაივსო; რადგან მოვაწევ მე დიმონზე კიდევ ახალს – ლომს მოაბის ლტოლვილებზე და ქვეყნის ნატამალზე.

ესაია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42
  43. 43
  44. 44
  45. 45
  46. 46
  47. 47
  48. 48
  49. 49
  50. 50
  51. 51
  52. 52
  53. 53
  54. 54
  55. 55
  56. 56
  57. 57
  58. 58
  59. 59
  60. 60
  61. 61
  62. 62
  63. 63
  64. 64
  65. 65
  66. 66