მთავარი ›ბიბლია ›იობი

ძველი აღთქმა · იობი

იობი 26

26

1 მიუგო იობმა და თქვა:

2 "რით შეწევნიხარ უძლურს და რითი გიხსნია უძალო მკლავი?

3 რა რჩევა მიგიცია სიბრძნეს მოკლებულისთვის? თუ გიუხვია სიბრძნის სწავლებაში?

4 ვისთვის წარმოსთქვი ეს სიტყვები და ვისი სული გამოდიოდა შენგან?

5 ლანდები ძრწიან წყლებისა და მათში მობინადრეთა ქვეშ,

6 გაშიშვლებულია შავეთი მის წინაშე და არა აქვს საფარველი შავეთს.

7 მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;

8 იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ.

9 სახეს უფარავს მთვარეს და თავისი ღრუბელი განავრცო მასზე;

10 წრე შემოავლო წყალთა ზედაპირს ისევე, როგორც საზღვარი ნათელს ბნელთან ერთად;

11 ზეცის სვეტები თრთიან და ძრწიან მის რისხვაზე;

12 თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით შემუსრა ზღვის ურჩხული;

13 თავისი სულით გააბრწყინა ცანი და მისმა ხელმა განგმირა სრიალა გველი;

14 აჰა, ეს არის კიდეები მისი გზებისა და რა ცოტა რამ გვსმენია მასზე! ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?”

იობი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42