1 და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
2 ფლება და შიში მასთან არის, მშვიდობას ამკვიდრებს თავის სიმაღლეებში.
3 თუ აქვს რიცხვი მის მხედრობას? და ვისზე არ ამოდის მისი ნათელი?
4 რა გაამართლებს კაცს ღმერთთან? და რა განწმედს დედაკაცის ნაშობს?
5 მთვარე არ ნათობს და ვარსკვლავნი არ არიან სუფთანი მის თვალში.
6 მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!”