მთავარიბიბლიაიობი

ძველი აღთქმა · იობი

იობი 17

17

1 „სული შემემუსრა, ჩამიქრა დღეები, და გათხრილია საფლავი ჩემთვის.

2 ნეტავ ეს მქირდავნი არ მეხვივნენ თავს! მათი ურჩობით ღამეს ათევენ ჩემი თვალები.

3 მომხედე, შენვე გამიწიე თავდებობა შენს წინაშე. სხვა ვინ დამირტყამს ხელს ხელზე?

4 რადგან დახურე შენ მათი გული გონიერებისთვის, და ამიტომაც არ აღაზევებ მათ.

5 ვინც მეგობრებს ასმენს ანგარებით, მის შვილებს თვალები უნდა დაევსოთ.

6 ხალხის საიგავოდ გამხადა, და მათ დასაცინად ვიქეცი.

7 თვალთ დამიბნელდა დარდისაგან, და აჩრდილივით არის ჩემი სხეულის ასოები.

8 განცვიფრდებიან ამის გამო წრფელნი, და მართალი ურჯულოზე აღდგება.

9 დაიჭერს მართალი თავის გზას, და ხელწმიდა კაცი მეტად განმტკიცდება.

10 თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენს შორის.

11 ჩემმა დღეებმა განვლეს, ჩაიფუშა ჩემი ზრახვები – ჩემი გულის ფიქრები.

12 ისინი ღამეს დღედ აქცევენ, ახლოა ნათელი ბნელთან.

13 თუ ველი რამეს, მხოლოდ შავეთს – ჩემს სახლს. ბნელში დავაგე ჩემი ლოგინი.

14 ჩავძახე საფლავს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ ჭიას ვუთხარი: ‘დედაჩემი ხარ და ჩემი და ხარ!’

15 და სადაა ჩემი სასოება? ვიღა იხილავს ჩემს სასოებას?

16 თან ჩამომყვება შავეთში? და ნუთუ ერთად განვისვენებთ დამიწებულნი?”

იობი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40
  41. 41
  42. 42