ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ჩემი ხსნაა
30 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 37:22
იჩქარე ჩემს შესაწევნად უფალო, მხსნელო ჩემო!
- ფსალმუნები 34:3
მახვილი აღმართე და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს. უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ.
- ფსალმუნები 67:19
კურთხეულ იყოს უფალი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს ჩვენზე. ღმერთი ჩვენი მხსნელი.
- ფსალმუნების 64:5
შიშის მომგვრელი საქმეებით და სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა იმედო.
- ფსალმუნები 78:9
გვიშველე, ჩვენი ხსნის ღმერთო, შენი სახელის სადიდებლად გადაგვარჩინე და შენი სახელის გამო შეგვინდე ჩვენი ცოდვები.
- ფსალმუნები 84:4
აგვაღორძინე ღმერთო, ჩვენო მხსნელო და ნუღარ გაგვირისხდები.
- ფსალმუნები 24:5
გამიძეხ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ჩემი ხსნის ღმერთი; გამუდმებით შენ გენდობი.
- ფსალმუნები 26:9
უ დამიმალავ შენს სახეს და რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს, ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო.
- ფსალმუნები 87:1
უფალო, ჩემი ხსნის ღმერთო! შენ წინაშე ვღაღადებთ დღისით და ღამით.
- ფსალმუნები 88:26
ის მომიხმობს: მამა ხარ ჩემი, ჩემი ღმერთი და ხსნის კლდე;
- ფსალმუნები 94:1
მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევძახოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
- ფსალმუნები 61:6
მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე – არ შევირყევი.
- მიქა 7:7
მე კი უფალს შევცქერი, ჩემი ხსნის ღმერთის მოლოდინში ვარ; მომისმენს ჩემი ღმერთი.
- გამოსვლა 15:2
ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
- ესაია 12:2
აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა.
- ფსალმუნები 117:14
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, ხსნა არის იგი ჩემთვის.
- ფსალმუნები 117:21
გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და ჩემი ხსნა გახდი.
- ფსალმუნები 61:1
მხოლოდ ღმერთს ელის მდუმარედ ჩემი სული; მისგანაა ჩემი ხსნა.
- ფსალმუნები 26:1
უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი - ვინ შემაძრწუნებს?
- იერემია 3:23
მართლაც სიყალბე გამოდგა მაღლობები და მთებზე ღრიალი, მართლაც უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა.
- ესაია 33:6
დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში - რომელიც მისი საგანძურია.
- ფსალმუნები 49:23
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას.
- ესაია 38:20
უფალი მიხსნის მე! და სიმღერებს ვიმღერებთ სიმთა ჟღერით უფლის ტაძარში მთელი ჩვენი სიცოცხლე.
- ფსალმუნები 137:7
შუაგულ ჭირშიც რომ გავდიოდე, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს; ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი.
- ფსალმუნები 144:19
მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.
- 2 მეფეთა 22:2
უფალი კლდეა ჩემი, ციხესიმაგრეა და მხსნელი ჩემი.
- ფსალმუნები 143:2
მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, თავშესაფარი და მხსნელი ხარ ჩემი, ფარი და იმედი, რომელიც ხალხებს მიმორჩილებს.
- ფსალმუნები 39:17
მე კი ღატაკი და გაჭირვებული ვარ, დაე უფალმა იზრუნოს ჩემზე. შენა ხარ ჩემი დამხმარე და მხსნელი; ო, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
- დანიელი 6:27
ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან.
- აბაკუმი 3:18
მე მაინც უფალში გავიხარებდი, მუდამ ვილხენდი ჩემი ხსნის ღმერთში.