მთავარითემები „ღ“ღმერთო დამეხმარე!

ღმერთო დამეხმარე!

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 11:2
    მიხსენი, უფალო! რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
  2. ფსალმუნები 108:26
    შემეწიე უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
  3. მათეს 15:25
    ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!
  4. მარკოზის 22:9
    ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე
  5. ფსალმუნები 43:26
    აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობისამებრ!
  6. ფსალმუნები 34:2
    აიღე ფარი და საჭურველი და აღსდექ ჩემდა შესაწევნად.
  7. ფსალმუნები 58:4
    უდანაშაულო ვარ, და მაინც ჩემს წინააღმდეგ გამოდიან, აღსდექ ჩემს შესახვედრად და მომხედე.
  8. ფსალმუნები 29:10
    მომისმინე უფალო და შემიწყალე; იყავი ჩემი შემწე.
  9. ფსალმუნები 118:173
    შენი ხელი შემეწიოს, რადგან შენი ბრძანებანი ავირჩიე.
  10. მეორე რჯული 33:7
    ეს თქვა იუდაზე: „ისმინე, უფალო, იუდას ხმა და თავის ხალხთან მიიყვანე იგი; საკუთარი ხელებით იბრძოლოს თავისთვის და მტერთაგან დამხმარედ შენ ეყოლები.
  11. ფსალმუნები 59:11
    მოგვმადლე შველა მტრებთან ბრძოლაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისგან.
  12. ფსალმუნები 107:12
    მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
  13. ფსალმუნები 37:22
    იჩქარე ჩემს შესაწევნად უფალო, მხსნელო ჩემო!
  14. ფსალმუნები 39:12
    ისურვე უფალო ჩემი ხსნა; გამოეშურე ჩემს დასახმარებლად უფალო.
  15. ფსალმუნები 69:1
    ღმერთო, იჩქარე ჩემს სახსნელად, უფალო, იჩქარე ჩემს დასახმარებლად.
  16. ფსალმუნები 69:5
    მე კი ღარიბ-ღატაკი ვარ, იჩქარე ჩემკენ ღმერთო; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ, უფალო, ნუ დააყოვნებ.
  17. ფსალმუნები 70:12
    ღმერთო, ნუ გამშორდები; ღმერთო ჩემო, გამოეშურე ჩემს შესაწევნად.
  18. ფსალმუნები 21:19
    შენ კი, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
  19. ფსალმუნები 118:175
    იცოცხლოს ჩემმა სულმა და გადიდოს; შემეწიოს შენი სამართალი.
  20. ფსალმუნები 19:2
    გამოგიგზავნოს შველა საწმიდრიდან და სიონიდან შეგეწიოს შენ.

← ყველა თემა „ღ“-ზე