ბიბლიის მუხლები თემაზე
სიხარული განდიდებისას
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნი 99:1-2
სიხარულით შესძახე უფალს, მთელო დედამიწავ! სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით.
- ფსალმუნი 83:1-2
რაოდენ სასურველია შენი სადგომები, ცაბაოთ უფალო! ნატრობს და ელტვის სული ჩემი უფლის ეზოებს, ჩემი გული და ჩემი სხეული ცოცხალ ღმერთს უმღერიან.
- ფსალმუნი 42:4
მაშინ მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და ქნარით განგადიდებ ღმერთო, ჩემო ღმერთო!
- ფსალმუნი 97:4-6
სიხარულით შეჰყიჟინეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! იმხიარულეთ, სიხარულით შესძახეთ და ქება უმღერეთ. უგალობეთ უფალს ქნარით; ქნარით და გალობის ხმით. საყვირებით და ბუკის ხმით იყიჟინეთ მეფის, უფლის წინაშე.
- ფსალმუნი 32:3
უმღერეთ მას ახალი სიმღერა, ოსტატურად ააწყვეთ ჰანგი, მხიარულად შემოსძახეთ.
- ფსალმუნი 41:4
გული მეღვრება, როცა მახსენდება, როგორ მივყვებოდი ხალხის გუნდს, მივუძღვოდი მათ უფლის სახლამდე, მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
- ფსალმუნი 46:1
შემოჰკარით ტაში ერნო ყოველნო, შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;
- ფსალმუნი 80:1
უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, სიხარულით შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს.
- ფსალმუნი 94:1
მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევძახოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
- ფსალმუნი 117:15
სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა.
- ეზრა 6:15-16
დაასრულეს ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს, ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი. სიხარულით იდღესასწაულეს ღვთის სახლის მიძღვნა ისრაელის ძეებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა ტყვედ ნამყოფმა ხალხმა.
- ფსალმუნი 27:7
უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი. მას მიენდო ჩემი გული და დამეხმარა. ზეიმობს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვაქებ მას.
- ფსალმუნი 65:1
სიხარულით შესძახე ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
- ფსალმუნი 70:23
სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები, როცა გიგალობებ და ჩემი სულიც - შენ რომ გამოისყიდე.
- ფსალმუნი 97:4
სიხარულით შეჰყიჟინეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! იმხიარულეთ, სიხარულით შესძახეთ და ქება უმღერეთ.
- კოლასელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.