მთავარითემები „წ“წყარო მეტაფორულად

წყარო მეტაფორულად

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 35:7
    ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად - მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.
  2. დაბადება 49:22
    ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან, გალავანზეა გასული მისი ლერწები!
  3. იგავნი 10:11
    მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
  4. იერემია 9:1
    ვინ მისცემს ჩემს თავს წყლებს და ჩემს თვალებს ცრემლის ნაკადებს? დღე და ღამე ვიტირებდი ჩემი განგმირული ხალხის ასულისთვის!
  5. ზაქარია 13:1
    იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მკვიდრთათვის, ცოდვისა და უწმინდურებისგან განსაბანად.
  6. იერემია 2:13
    რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
  7. ფსალმუნები 35:9
    რადგან შენ გაქვს სიცოცხლის წყარო, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
  8. იერემია 17:13
    ო, უფალო, ისრაელის იმედო, ვინც მიგატოვებს, ყველა შერცხვება; შენგან განდგომილნი მიწის მტვერში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.
  9. იოანეს 4:10
    უპასუხა იესომ: „შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
  10. გამოცხადება 21:6
    და მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.
  11. იოველი 3:18
    იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.
  12. ფსალმუნები 86:7
    ყველა მომღერალი და მოცეკვავე იტყვის: ჩემი წყარო შენშია იერუსალიმო.
  13. ესაია 49:10
    არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.
  14. გამოცხადება 7:17
    ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.
  15. იოანეს 4:14
    ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
  16. ფსალმუნები 83:6
    ხრიოკ ველზე გავლისას წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ შემოდგომის წვიმა.
  17. იგავნი 16:22
    გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
  18. იგავნი 18:4
    კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო - მოჩუხჩუხე ნაკადული.
  19. 2 პეტრეს 2:17
    ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.

← ყველა თემა „წ“-ზე