მთავარითემები „ს“სვეტები მეტაფორულად

სვეტები მეტაფორულად

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 მეფეთა 2:8
    მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
  2. იობი 9:6
    არყევს დედამიწას თავის ადგილზე და ტორტმანებენ მისი სვეტები.
  3. იობის 26:11
    ზეცის სვეტები თრთიან და ძრწიან მის რისხვაზე;
  4. ფსალმუნები 74:2-3
    შენ თქვი: როცა დადგება დათქმული დრო, გავასამართლებ სამართლიანად. როცა ირყევა დედამიწა ყველა მისი მცხოვრებით, მე ვამაგრებ მის სვეტებს.
  5. ესაია 19:10
    ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
  6. იგავნი 9:1
    სიბრძნემ სახლი აიშენა თავისთვის და გამოკვეთა მისი შვიდი სვეტი,
  7. 1 ტიმოთეს 3:15
    მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
  8. გამოცხადება 3:12
    გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
  9. ფსალმუნები 143:12
    დაე, ნერგებივით იზრდებოდნენ ჩვენი ძენი სიყმაწვილიდანვე; და იყვნენ ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის მშვენივრად თლილი სვეტები.
  10. იერემია 1:18
    აჰა, მე გაქციე დღეს გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად მთელ ამ ქვეყანაზე - იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი ღვთისმსახურებისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ.
  11. ეზეკიელი 26:11
    მისი ცხენების ფლოქვები გათელავენ შენს ყველა ქუჩას, შენი ხალხი მახვილით მოისრება და შენი ძლევამოსილების სვეტები მიწაზე დაემხობა.
  12. გალატელთა 2:9
    და, როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან.

← ყველა თემა „ს“-ზე