მთავარითემები „ღ“ღვინო მეტაფორულად

ღვინო მეტაფორულად

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 59:1-3
    ღმერთო, მიგვატოვე და გაგვაპარტახე, გაგვირისხდი და კვლავ აღგვადგინე. შეაზანზარე და გააპე მიწა; განკურნე მისი ჭრილობები, რადგან ტორტმანებს. სიძნელეებში გაატარე შენი ერი, ღვინო გვასვი და ავბარბაცდით.
  2. ფსალმუნები 74:8
    რადგან უფლის ხელშია თასი და აქაფებული ღვინო სავსეა მწარე ნაზავით. ის ღვრის მისგან, და ბოროტნი ამაქვეყნისა შესვამენ მას და გამოცლიან.
  3. გამოცხადება 16:19
    სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
  4. გამოცხადება 14:10
    ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.
  5. გამოცხადება 17:1-2
    მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს. რომელთანაც მეძავობდნენ დედამიწის მეფენი და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”.
  6. გამოცხადება 14:8
    სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: „დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”.
  7. გამოცხადება 18:3
    ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისგან სვა ყველა ერმა; დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ”.

← ყველა თემა „ღ“-ზე