მთავარითემები „ხ“ხვნა მეტაფორულად

ხვნა მეტაფორულად

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 125:5
    ცრემლით მთესველნი სიხარულის შეძახილებით მოიმკიან.
  2. იობი 4:8
    როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.
  3. ოსია 10:13
    ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.
  4. ფსალმუნები 128:3
    ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და აგრძელებდნენ კვლებს.
  5. ეზეკიელი 36:9
    რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.
  6. ოსია 10:11
    გაწვრთნილი დეკეულივითაა ეფრემი, ლეწვას მიჩვეული. მე გადავატარებ უღელს მის ნასუქალ ქედზე, დავადგამ და მოხნავს იუდა, იაკობი კი დაფარცხავს.
  7. იერემია 26:18
    ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა იუდას მთელ ერს: ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი და სახლის მთა - ტყიან სიმაღლედ.
  8. მიქა 3:12
    ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი - ტყიან მაღლობად.
  9. მსაჯულნი 14:18
    და უთხრეს სამსონს ქალაქის კაცებმა, მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე: „რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?” მიუგო: „ჩემი დეკეულით რომ არ გეხნათ, ვერ ამოხსნიდით ჩემს გამოცანას”.
  10. იერემია 4:3
    რადგან ასე ეუბნება უფალი იუდას კაცებსა და იერუსალიმს: „გატეხეთ ყამირი, ეკალბარდებში ნუ დათესავთ.

← ყველა თემა „ხ“-ზე