მთავარიბიბლიაოსია

ძველი აღთქმა · ოსია

ოსია 10

10

1 რქაკეთილი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები.

2 ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.

3 რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი, – რა უნდა გვიყოსო?

4 მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში.

5 შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბორების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ; გამოიგლოვებენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას.

6 თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.

7 გაქრება სამარია თავისი მეფითურთ, როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე.

8 განადგურდება ავენის გორაკები – ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთ და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო!

9 გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში უკეთურების ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება.

10 ჩემი ნებისამებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრმობილნი იქნებიან ორმაგი დანაშაულის გამო.

11 გამოქნილი დეკეულია ეფრემი, კალოს ნაჩვევი; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გამოვქნავ ეფრემს: იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.

12 თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ.

13 თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს.

14 აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, დედა აკუწეს შვილებთან ერთად.

15 ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისათვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.

ოსია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14