მთავარიბიბლიაოსია

ძველი აღთქმა · ოსია

ოსია 6

6

1 წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.

2 ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.

3 შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის ცოდნას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.

4 რა გიყო, ეფრემ? რა გიყო იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება.

5 ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.

6 რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა აღსავლენი.

7 ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე.

8 ბოროტმოქმედთა ქალაქია გილყადი, კვალსისხლიანი.

9 ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან.

10 სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში: იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება.

11 შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს!

ოსია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14