მთავარი ›ბიბლია ›ოსია

ძველი აღთქმა · ოსია

ოსია 3

3

1 კვლავ მითხრა უფალმა: "ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.

2 ნაყიდი მყავს იგი ჩემთვის თხუთმეტ ვერცხლად და ერთ-ნახევარ ხომერ ქერად.

3 ვუთხარი: დიდხანს დარჩი ჩემთან, არ იმრუშო, სხვისი არ გახდე და მეც ასევე მოგექცევი-მეთქი.

4 რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელის ძენი უმეფოდ და უმთავროდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ.

5 ამის შემდეგ მოიქცევიან ისრაელის ძენი და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მოშიშებით წარსდგებიან უფლისა და მისი სიკეთის წინაშე.

ოსია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14