მთავარითემები „პ“პირველნაყოფი მეტაფორულად

პირველნაყოფი მეტაფორულად

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 2:3
    უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” - ამბობს უფალი.
  2. 1 კორინთელთა 15:20-23
    მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი. რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
  3. იაკობის 1:18
    მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
  4. გამოცხადება 14:4
    ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის.
  5. 1 კორინთელთა 16:15
    ჰოდა შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი წმიდანთა მსახურებას მიუძღვნეს.
  6. რომაელთა 8:23
    და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.

← ყველა თემა „პ“-ზე