მთავარითემები „დ“დარგვა მეტაფორულად

დარგვა მეტაფორულად

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 3:6
    მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
  2. ეკლესიასტე 3:2
    ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისა;
  3. ეზეკიელი 36:9
    რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.
  4. ეზეკიელი 17:22
    ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაღალი კედრის კენწეროდან ტოტს ავიღებ და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ და ნაზს და მაღალ, ამაღლებულ მთაზე დავრგავ.
  5. გამოსვლა 15:17
    მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.
  6. 1 ნეშტთა 17:9
    ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა თავისთვის იცხოვროს უშიშრად და ბოროტმოქმედებმა ვეღარ შეავიწროონ წინანდებურად,
  7. იერემია 24:6
    მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.
  8. იერემია 31:28
    და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა, შემემუსრა, დამენგრია, მომესპო და გამეუბედურებინა, ისევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო” - ამბობს უფალი.
  9. იერემია 32:41
    მათთვის სიკეთის ქმნაში გავიხარებ და ერთგულებით დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
  10. იერემია 42:10
    თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგრგავთ და აღარ აღმოგფხვრით, რადგან ვწუხვარ იმ ბოროტების გამო, რაც დაგმართეთ.
  11. იერემია 12:2
    შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი - ძალიან შორს.
  12. ესაია 61:3
    მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.
  13. 1 კორინთელთა 3:6-8
    მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ, არც დამრგველია რაიმე და არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს,
  14. ესაია 17:10
    რადგან დაივიწყე შენი ხსნის ღმერთი და არ გახსოვდა შენი თავშესაფრის კლდე; დაირგე საამური ნარგავები და გაიშენე უცხო ვენახი.
  15. ესაია 40:24
    დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
  16. იერემია 11:17
    ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა თქვა, რომ უბედურება გელის, ისრაელისა და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც ჩემს გასაბრაზებლად სჩადიოდნენ, ბაყალს რომ უკმევდნენ.

← ყველა თემა „დ“-ზე