მთავარიბიბლიაზაქარია

ძველი აღთქმა · ზაქარია

ზაქარია 13

13

1 „იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.

2 იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან.

3 თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო. და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება.

4 იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ წინასწარმეტყველთ – თითოეულს თავისი ხილვისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ შავი ბალნის შესამოსელს თვალის ასახვევად.

5 იტყვიან: ‘არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი ვარ, რადგან ყმად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.’

6 ეტყვიან: ‘ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე?’ მიუგებს: ‘ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.’

7 „მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.

8 მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.

9 გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ‘ეს არის ჩემი ერი.’ იტყვიან ისინი: ‘უფალია ჩემი ღმერთი.’”

ზაქარია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14