ბიბლიის მუხლები თემაზე
სულიერი სინათლე
41 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 იოანეს 1:5
აჰა, უწყება, რომელიც მისგან მოვისმინეთ და თქვენ გაუწყებთ: ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.
- ესია 5:20
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.
- 1 იოანეს 1:7
ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.
- გამოცხადება 21:3
და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
- ფსალმუნები 75:4
სინათლით კაშკაშებ; ნადავლით სავსე მთებზე დიდებული ხარ.
- ფსალმუნები 83:11
რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას იძლევა იგი, არანაირ სიკეთეს არ დაუკავებს უბიწოდ მოარულთ.
- აბაკუმი 3:4
მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.
- ფსალმუნები 89:9
რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა.
- დანიელი 2:22
აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
- 1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
- იაკობის 1:17
ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
- ესაია 10:17
და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და მისი წმიდა - ალად, იგიზგიზებს და ერთ დღეში შეჭამს მის ძეძვსა და ნარ-ეკალს.
- 2 კორინთელთა 11:14
თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.
- ეზრა 9:8
ახლა მცირე ხნით გვაჩვენა თავისი წყალობა ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ნატამალი და დავფუძნებულიყავით ჩვენი ღმერთის წმიდა ადგილზე, რათა გაენათებინა ჩვენი თვალები და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში,
- რიცხვნი 6:25
უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს.
- იობი 3:20
რატომ ეძლევა სინათლე წამებულს და სიცოცხლე სულგამწარებულს,
- ფსალმუნები 4:6
მრავალი ამბობს: „ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე სინათლე შენი სახისა, უფალო!
- ფსალმუნები 30:16
გამოუბრწყინე შენი სახე შენს მსახურს, გადაარჩინე შენი წყალობით
- ფსალმუნები 43:3
რადგან ხმლით კი არ დაუპყრიათ ქვეყანა და არც მათ მკლავებს არ მოუტანიათ მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის სინათლემ, რადგან შეიყვარე ისინი.
- ფსალმუნები 66:1
შეგვიწყალე ღმერთო და გვაკურთხე, გამოგვიბრწყინე შენი სახე.
- ფსალმუნები 79:3
ღმერთო, დაგვაბრუნე, დაე გაბრწინდეს სახე შენი და გადავრჩებით.
- გამოცხადება 22:5
ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 118:115
ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე - ჩემი ბილიკისთვის.
- ფსალმუნები 18:8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
- ფსალმუნები 118:130
სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება, გონიერებას მატებს გულუბრალოებს.
- 2 პეტრეს 1:19
ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.
- იოანეს 3:20
რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
- იოანეს 1:5
სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
- 1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.
- ესაია 9:2
დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.
- ესაია 51:4
ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.
- ეფესელთა 5:14
ამიტომ ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.
- კოლასელთა 1:12
ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,
- 1 იოანეს 2:8
ამასთან, ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; რადგან სიბნელე გადადის და ჭეშმარიტი სინათლე უკვე ბრწყინავს.
- რიცხვნი 24:17
ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან, ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან, შემუსრავს მოაბის საზღვრებს და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.
- ესაია 49:6
მითხრა: „არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა”.
- ესაია 53:11
იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
- მათეს 17:2
და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა.
- ლუკას 2:32
სინათლე წარმართთათვის გასანათებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად”.
- იოანეს 9:5
სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.
- ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.