მთავარიბიბლია1 იოანეს წერილი

ახალი აღთქმა · 1 იოანეს წერილი

1 იოანეს წერილი 1

1

სიცოცხლის სიტყვა

1 იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე,

2 რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ;

3 იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.

4 ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

ღმერთი არის ნათელი

5 აჰა, ამბავი, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გაუწყებთ თქვენ: ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.

6 თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან, ბნელში კი დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტებით.

7 ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისის ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან.

8 თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

9 თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

10 თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

1 იოანეს წერილი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5