მთავარითემები „გ“განგადიდებ გალობით

განგადიდებ გალობით

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 103:33
    ვუმღერებ უფალს, სანამ ვცოცხლობ, ვუმღერ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
  2. ფსალმუნები 39:3
    ახალი სიმღერა მისცა ჩემს ბაგეებს ჩვენი ღმერთის განსადიდებლად. მრავალნი იხილავენ შეშინდებიან და მიენდობიან უფალს.
  3. რომაელთა 15:9
    ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: „ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.
  4. ფსალმუნები 68:30
    გალობით შევაქებ ღვთის სახელს და მადლიერებით განვადიდებ.
  5. ფსალმუნები 56:7
    მტკიცეა ჩემი გული ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული, გიმღერებ და გიგალობებ.
  6. ფსალმუნები 58:17
    სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
  7. ფსალმუნები 100:1
    წყალობაზე და სამართალზე ვიმღერებ; შენ გიმღერებ, უფალო.
  8. ფსალმუნები 60:8
    ასე ვუმღერ შენს სახელს უკუნისამდე, დღითი დღე შეგისრულებ ჩემს აღთქმებს.
  9. ფსალმუნები 107:3
    გადიდებ, უფალო, ხალხებს შორის და ერთა შორის გიგალობებ.
  10. ფსალმუნები 143:9
    ახალ სიმღერას გიმღერებ, ღმერთო! ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ,
  11. ფსალმუნები 42:2
    და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან, და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
  12. ფსალმუნები 70:22
    მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
  13. ფსალმუნები 20:13
    ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.

← ყველა თემა „გ“-ზე