მთავარითემები „ღ“ღმერთი მოძღვრავს

ღმერთი მოძღვრავს

35 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 4:12
    ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რა უნდა თქვა”.
  2. გამოსვლა 4:15
    ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეებს; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
  3. ესაია 28:9
    ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?
  4. ფსალმუნები 93:10
    განა ვერ ამხელს ერთა შემგონებელი - ის, ვინც აწვდის ადამიანს ცოდნას?
  5. მეორე რჯული 4:5
    აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
  6. ფსალმუნები 93:12
    ნეტარია კაცი, რომელსაც წვრთნი უფალო, და ასწავლი შენს რჯულს.
  7. ესაია 28:26
    ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
  8. იობი 35:11
    რომელიც ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის ვიდრე მიწის ცხოველებს და უფრო მეტად გვაბრძენებს ვიდრე ცის ფრინველებს.
  9. ესაია 54:13
    შენი ყველა ძე, უფლისგან იქნება დამოძღვრილი და დიდი იქნება შენი ძეების კეთილდღეობა.
  10. ფსალმუნები 70:17
    ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც შენს საოცრებაზე ვლაპარაკობ.
  11. ფსალმუნები 118:102
    შენი სამართლისგან არ გადამიხვევია, რადგან თვითონ შენ მასწავლიდი.
  12. ოსია 11:3
    ეფრემსაც მე ვასწავლე სიარული, ხელში მყავდა აყვანილი და არ იცოდნენ, რომ განვკურნე.
  13. იერემია 32:33
    ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.
  14. იოანეს 8:28
    ამიტომ უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
  15. ესაია 2:3
    მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
  16. ფსალმუნები 24:8
    კეთილი და მართალია უფალი, ამიტომ აყენებს გზაზე ცოდვილებს.
  17. ფსალმუნები 24:12
    ვინ არის კაცი მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს.
  18. ფსალმუნები 31:8
    ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
  19. ფსალმუნები 24:9
    თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.
  20. იობი 22:22
    მიიღე რჯული მისი პირიდან და გულში ჩაიდე სიტყვები მისი;
  21. ფსალმუნები 142:10
    უფალო, შენი სახელის გულისთვის შემინარჩუნე სიცოცხლე. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
  22. ფსალმუნები 24:4-5
    შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები. გამიძეხ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ჩემი ხსნის ღმერთი; გამუდმებით შენ გენდობი.
  23. ფსალმუნები 26:11
    მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.
  24. ფსალმუნები 85:11
    შენი გზა მასწავლე უფალო და ვივლი შენს ჭეშმარიტებაში. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
  25. ფსალმუნები 142:7
    მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, ვინაიდან შენ გენდობი. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული.
  26. იობი 34:32
    შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ; თუ დანაშაული ჩავიდინე, აღარ ჩავიდენ.
  27. 3 მეფეთა 8:32
    მაშინ ზეციდან მოისმინე და სამართალი გაუჩინე შენს მსახურებს; მსჯავრი დასდე დამნაშავეს, რათა მასზევე მიაქციო მისი ცოდვა, მართალი კი გაამართლე, რათა თავისი სიმართლისამებრ მიაგო მას.
  28. ფსალმუნები 118:66
    კეთილი განსჯა და გაგება მასწავლე, რადგან მჯერა შენი მცნებებისა.
  29. ფსალმუნები 89:12
    გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.
  30. მსაჯული 13:8
    ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.
  31. 2 მეფეთა 22:35
    გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
  32. ფსალმუნები 17:34
    ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
  33. ფსალმუნები 143:1
    კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი კლდე, რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და ომს - ჩემს თითებს.
  34. იოანეს 6:45
    წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
  35. 1 თესალონიკელთა 4:9
    ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.

← ყველა თემა „ღ“-ზე