მთავარითემები „ღ“ღმერთი და ღარიბი

ღმერთი და ღარიბი

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 34:19
    ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.
  2. ფსალმუნები 9:18
    ვინაიდან სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, არც ტანჯულთა იმედი დაიღუპება სამარადისოდ.
  3. ფსალმუნები 68:33
    რადგან უსმენს უფალი გაჭირვებულებს და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
  4. ესაია 41:17
    ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
  5. ფსალმუნები 139:12
    ვიცი, რომ უფალი მოისმენს ჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.
  6. იობი 36:15
    ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით და თრგუნვისას ყურს უხსნის მათ.
  7. ფსალმუნები 34:10
    იტყვის ყოველი ძვალი ჩემი: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი სუსტს მძლავრისგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისგან.
  8. ფსალმუნები 11:5
    ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.
  9. ფსალმუნები 108:31
    რადგან მარჯვნივ დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმკითხველთაგან.
  10. 1 მეფეთა 2:8
    მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
  11. ფსალმუნები 106:41
    ღარიბს კი გამოიყვანს სიღატაკიდან და ცხვრის ფარასავით მოაშენებს მის შთამომავალს.
  12. ფსალმუნები 67:10
    შენი სამწყსო დასახლდა იქ; ღმერთო, შენ განუმზადე სიკეთე ღარიბებს.
  13. ფსალმუნები 145:7
    ღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს.
  14. ფსალმუნები 101:17
    მოხედავს მიტოვებულთა ლოცვას და არ უკუაგდებს მათ ვედრებას.
  15. ფსალმუნები 13:6
    გლახაკის იმედს დასცინეთ, მაგრამ ღმერთია მისი თავშესაფარი.

← ყველა თემა „ღ“-ზე