მთავარითემები „თ“თავშესაფარი

თავშესაფარი

37 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 3:8-9
    მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.  მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?
  2. ფსალმუნები 138:7-12
    სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?  ზეცაში ავიდე - იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ!  ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე - იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.  თუ ვიტყვი: ნამდვილად ბნელი დამფარავს და ღამე სინათლედ გადამექცევა.  წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ბნელი; ღამე დღესავით გაანათებდა, რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის!
  3. ესაია 28:15
    რადგან ამბობდით: „აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით ქვესკნელთან; როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - სამალავად”.
  4. ესაია 44:9
    არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
  5. მეორე რჯული 32:31
    რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
  6. იერემია 17:5
    ასე ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.
  7. ფსალმუნები 141:4
    მარჯვნივ გაიხედე და დაინახე, რომ ვერავინ მამჩნევს; აღარსადა მაქვს გასაქცევი, არავინ ზრუნავს ჩემზე.
  8. ზაქარია 4:6
    მომიგო და ასე მიპასუხა: აი, უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ: არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  9. ფილიპელთა 3:3
    რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.
  10. იერემია 6:14
    ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.
  11. ეზეკილი 13:10-12
    იმის გამო, რომ შეაცდინეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: მშვიდობააო, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი უვარგის კედელს აშენებს და, აჰა, სხვანი უვარგისი ბათქაშით ათეთრებენ.  უთხარი მათ, ვინც აბათქაშებს: წამოვა კოკისპირული წვიმა, მსხვილი სეტყვა ჩამოცვივა, ქარიშხალი ამოვარდება და კედელი მალე დაეცემა!  და, აჰა, კედელი რომ დაეცემა, განა არ გკითხავენ, სად არის ბათქაში, რომლითაც მოაბათქაშეთო?
  12. მათეს 7:26-27
    ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.  და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.
  13. მეორე რჯული 33:27
    შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!
  14. 1 მეფეთა 2:2
    არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.
  15. 2 მეფეთა 22:32
    რადგან ვინაა ღმერთი უფლის გარდა ან ვინაა კლდე გარდა ჩვენი ღმერთისა?
  16. ფსალმუნები 17:31
    რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის კლდე, გარდა ჩვენი ღმერთისა?
  17. ფსალმუნები 45:1
    ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
  18. ფილიპელთა 4:7
    და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
  19. ფსალმუნები 45:7
    ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთ
  20. ფსალმუნები 27:8
    უფალი ძალაა თავისი ხალხისა და ხსნის ბურჯია თავისი ცხებულისთვის.
  21. ფსალმუნები 47:3
    ცნობილია ღმერთი თავის სამკვიდრებელში, როგორც სიმაგრე.
  22. ფსალმუნები 58:16
    მე კი შენს სიძლიერეს ვუმღერებ და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
  23. ფსალმუნები 61:2
    მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - დიდად არ წავბორძიკდები.
  24. ფსალმუნები 70:3
    იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ ყოველთვის იქ შევდიოდე; ბრძანე ჩემი შველა, რადგან კლდე და სიმაგრე ხარ ჩემი.
  25. ფსალმუნები 90:2
    ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.
  26. ფსალმუნები 17:2
    უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.
  27. დაბადება 49:24
    ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.
  28. მეორე რჯული 32:4
    სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
  29. 2 მეფეთა 22:47
    ცოცხალია უფალი! კურთხეულ იყოს სიმტკიცე ჩემი! ამაღლდეს ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა;
  30. ესაია 26:4
    სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.
  31. აბაკუმი 1:12
    განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.
  32. ფსალმუნები 90:1
    უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
  33. რუთი 2:12
    უფალმა მოგაგოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი”.
  34. მათეს 23:37
    იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
  35. დაბადება 15:1
    ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!
  36. მეორე რჯული 33:29
    ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს”.
  37. 2 მეფეთა 22:31
    უმწიკვლოა ღვთის გზა; წმიდაა უფლის სიტყვა, ფარია მათთვის, ვინც მასში ეძებს თავშესაფარს.

← ყველა თემა „თ“-ზე