მთავარითემები „ღ“ღვთიური მეუფება

ღვთიური მეუფება

29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 ნეშტთა 29:11-12
    შენია ღმერთო სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება, შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე. სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,
  2. გამოსვლა 15:18
    უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე“.
  3. 1 ნეშტთა 16:31
    გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ; დაე, ერებს შორის გამოაცხადონ - უფალი მეფობს!
  4. ფსალმუნები 9:7-8
    უფალი კი საუკუნოდ მკვიდრობს. სამართლისთვის დააფუძნა თავისი ტახტი. სიმართლით განიკითხავს იგი ქვეყნიერებას და მიუკერძოებლად გაასამართლებს ხალხებს.
  5. ფსალმუნები 44:6
    ტახტი შენი ღმერთო - უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია - კვერთხი შენი ხელმწიფებისა.
  6. ფსალმუნები 102:19
    ზეცაში დაიდგა ტახტი უფალმა და მისი მეფობა განაგებს ყოველივეს.
  7. ესაია 37:16
    ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ამაღლებულო ქერუბებზე! შენ, მხოლოდ შენ ხარ ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა.
  8. ფსალმუნები 28:10
    უფალი ზის წარღვნაზე, მარადიულ ხელმწიფედ ზის უფალი.
  9. ფსალმუნები 46:6-7
    უმღერეთ ქება ღმერთს, უმღერეთ ქება ჩვენს მეფეს, გონივრულად შეასხით ხოტბა, რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი.
  10. 1 მეფეთა 12:12
    როცა იხილეთ, რომ ყამონის ძეთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფე უნდა მეფობდეს ჩვენზე. თქვენი მეფე კი უფალია, თქვენი ღმერთი!
  11. ფსალმუნები 46:2
    რადგან საშიშია უზენაესი უფალი, დიადი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
  12. ფსალმუნები 94:3
    რადგან დიადი ღმერთია უფალი, დიადი მეფე, ყველა ღვთაებაზე აღმატებული,
  13. ესაია 6:5
    და ვთქვი: „ვაი მე, დავიღუპე! რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეუფე იხილეს, ცაბაოთ უფალი.
  14. ესაია 44:6
    ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი გამომხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი.
  15. 1 ტიმოთეს 1:17
    ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
  16. 1 ტიმოთეს 6:15
    რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,
  17. გამოცხადება 15:3
    და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: “დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!
  18. ფსალმუნები 95:10
    უთხარით ერებს: უფალი მეფობს! დიახ, მტკიცედ არის დაფუძნებული სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს თანაბრად.
  19. ფსალმუნები 46:8
    ერებზე მეფობს ღმერთი, თავის წმიდა ტახტზე ზის იგი.
  20. ფსალმუნები 98:1
    უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები! ქერუბებზეა ამხედრებული - შეიძრას დედამიწა.
  21. მარკოზის 1:14-15
    მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას. ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“.
  22. მათეს 4:17
    იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“.
  23. მათეს 11:12
    იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.
  24. ლუკას 4:43
    მან თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი“.
  25. ლუკას 11:20
    თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.
  26. ლუკას 16:16
    რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მის შემდეგ ღმერთის სასუფეველი იხარება და ყოველი ძალისხმევით შედის მასში.
  27. 1 კორინთელთა 15:24
    მერე კი იქნება დასასრული, როდესაცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
  28. მარკოზის 15:2
    და ჰკითხა მას პილატემ: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.
  29. გამოსვლა 17:14
    და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.

← ყველა თემა „ღ“-ზე