მთავარიბიბლიაიოანეს გამოცხადება

ახალი აღთქმა · იოანეს გამოცხადება

იოანეს გამოცხადება 15

15

ანგელოზები უკანასკნელი წყლულებით

1 ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის მძვინვარება.

2 ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლნარევი, და მძლეველნი მხეცისა, მისი ხატებისა და მისი სახელის რიცხვისა. იდგნენ მინის ზღვაზე და ეპყრათ ღვთის ქნარები.

3 გალობდნენ ღვთის მსახურის მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო“ წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო!

4 ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდნენ შენი სამართალნი“.

5 ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, გაიხსნა მოწმობის სავანის ტაძარი ზეცაში.

6 გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსლით შემოსილი, რომელთაც მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ.

7 ოთხ ცხოველთაგან ერთმა მისცა შვიდ ანგელოზს ოქროს თასი, ცოცხალი ღვთის მძვინვარებით სავსე უკუნითი უკუნისამდე.

8 აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისაგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.

იოანეს გამოცხადება — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22