მთავარი ›ბიბლია ›იოანეს გამოცხადება

ახალი აღთქმა · იოანეს გამოცხადება

იოანეს გამოცხადება 10

10

1 და ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ზეციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით; მისი სახე იყო, როგორც მზე, ხოლო ფეხები - როგორც ცეცხლის სვეტები.

2 ხელში გადაშლილი მომცრო წიგნი ეჭირა, მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა - მიწას;

3 და დაიღრიალა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს და რომ დაიღრიალა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.

4 და როცა ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, ჩაწერა დავაპირე, მაგრამ ჩამომესმა ხმა ზეციდან, რომელმაც მითხრა: "დაბეჭდე, შვიდი ქუხილის ნათქვამი და ნუ ჩაწერ ამას”.

5 ანგელოზმა კი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა ხელი;

6 და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.

7 მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.

8 ხმა, ზეციდან რომ მესმა, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: "მიდი და აიღე გადაშლილი მომცრო წიგნი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგარ ანგელოზს უჭირავს ხელში”.

9 მივედი ანგელოზთან და ვუთხარი: "მომეცი მომცრო წიგნი”. მან მითხრა: "აიღე და შეჭამე იგი, და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში თაფლივით გეტკბილება”.

10 ავიღე მომცრო წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და პირში თაფლივით ტკბილი იყო; მაგრამ შევჭამე და მუცელი გამიმწარდა.

11 მითხრა: "კვლავ მოგიწევს იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე”.

იოანეს გამოცხადება — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22