მთავარითემები „ღ“ღმერთმა შეისმინა ლოცვები

ღმერთმა შეისმინა ლოცვები

27 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 6:9
    ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი მიიღებს ჩემს ლოცვას.
  2. 1 მეფეთა 1:27
    ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
  3. იობი 12:4
    დასაცინი შევიქენი მეგობრებისთვის, ღმერთს მოვუხმობდი მე და ის პასუხს მცემდა; სამასხროდ შევიქენი მართალი და უბიწო.
  4. იონა 2:7
    როცა სულს ვღაფავდი, უფალი გავიხსენე და ჩემმა ლოცვამ შენამდე მოაღწია, შენს წმიდა ტაძარში.
  5. ფსალმუნები 80:7
    გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, ელვის საფარიდან გიპასუხე, მერიბას წყლებთან გამოგცადე.
  6. ნეემია 9:27
    ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.
  7. ფსალმუნები 65:19
    მაგრამ ნამდვილად მისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
  8. ფსალმუნები 33:6
    აგერ ღარიბმა მოუხმო და მოისმინა უფალმა, დაიხსნა ყველა მისი გასაჭირისგან.
  9. ფსალმუნები 30:22
    ვფიქრობდი ჩემი ძრწოლისას: „მოკვეთილი ვარ შენს თვალთაგან,“ მაგრამ შენ ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა შემოგღაღადებდი.
  10. ფსალმუნები 114:2
    ყური მომაპყრო, ამიტომ ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.
  11. 4 მეფეთა 19:20
    შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: შევისმინე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
  12. 3 მეფეთა 9:3
    უთხრა უფალმა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.
  13. 4 მეფეთა 20:5
    დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა, ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ უფლის ტაძარში მესამე დღეს.
  14. ესაია 38:5
    წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: „შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.
  15. საქმეები 10:31
    მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.
  16. გამოსვლა 8:31
    აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს; ერთიც არ დარჩენილა.
  17. ფსალმუნები 20:4
    სიცოცხლე გთხოვა და მიეცი, დღეგრძელობა – უკუნითი უკუნისამდე.
  18. 2 მეფეთა 24:25
    და აუშენა იქ დავითმა სამსხვერპლო უფალს და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირები. შეისმინა უფალმა მათი ვედრება ქვეყნისთვის და შეწყდა უბედურება ისრაელში.
  19. ფსალმუნები 33:15
    უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.
  20. 1 პეტრეს 3:12
    რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
  21. ლუკას 1:13
    უთხრა ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
  22. საქმეები 10:4
    მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: „რა არის, უფალო?“ უთხრა: „შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.
  23. 3 მეფეთა 3:10
    მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
  24. ებრაელთა 5:7
    მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
  25. იაკობის 5:17
    ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს.
  26. ფსალმუნები 20:2
    შენ შეუსრულე მას სასურველი მისი გულისა და სათხოვარი მისი ბაგეებისა არ უკუაგდე.
  27. ფსალმუნები 101:17
    მოხედავს მიტოვებულთა ლოცვას და არ უკუაგდებს მათ ვედრებას.

← ყველა თემა „ღ“-ზე