ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ძლიერია
21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 28:1
უძღვენით უფალს ღვთის შვილნო, უძღვენით უფალს დიდება და ძლიერება.
- ფსალმუნები 67:34
აღიარეთ ღვთის ძლიერება; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე – ღრუბლებში.
- იობი 9:19
თუ ძალაზე მიდგა საქმე, აჰა, ძლიერია იგი, თუ სამართალზე – ვინ მოსთხოვს პასუხს?
- იობი 9:4
გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაუჯიუტდა მას და არ დაზიანდა?
- ფსალმუნები 146:5
დიადია უფალი და ძლევამოსილი, გონიერება მისი განუზომელია.
- იობი 12:16
მასთანაა ძალა და სრული სიბრძნე, ცდუნებულიც მისია და მაცდუნებელიც.
- ფსალმუნები 92:1
უფალი მეფობს, სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი და გარს შემოირტყა ძლიერება; დიახ, მტკიცედ დააფუძნა სამყარო და არ შეირყევა.
- ფსალმუნები 95:6-7
სიდიადე და ბრწყინვალებაა მის წინაშე, ძალა და მშვენიერებაა – მის საწმიდარში. უძღვენით უფალს, ხალხთა ტომებო, უძღვენით უფალს – დიდება და ძალა.
- ფსალმუნები 23:8
ვინ არის დიდების მეფე? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი – ომში ძლევამოსილი.
- ფსალმუნები 20:13
ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლევამოსილებას.
- ფსალმუნები 64:6
მთები დააფუძნე შენი ძალით, ძლიერებით ხარ გარშემორტყმული.
- იერემია 50:34
მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.
- გამოსვლა 15:13
წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.
- ლუკას 1:51
გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
- ფსალმუნები 20:1
უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენმიერი ხსნით მოილხენს დიდად.
- ეფესელთა 6:10
დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
- 1 კორინთელთა 1:25
რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე - ადამიანებზე უძლიერესი.
- ეკლესიასტე 6:10
რაც კი არსებობს, ყოველივეს ძველთაგანვე დაერქვა სახელი და ცნობილია ვინ არის ადამიანი – თავისზე ძლიერთან დავას ვერ შეძლებს იგი.
- გამოცხადება 5:12
დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა.
- 1 კორინთელთა 10:22
ნუთუ ვბედავთ უფლის გამოწვევას? განა მასზე ძლიერები ვართ?
- გამოცხადება 18:8
ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.