მთავარითემები „ღ“ღმერთი ჩვენი ძალაა

ღმერთი ჩვენი ძალაა

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 45:24
    მხოლოდ უფალშიაო, იტყვიან, სიმართლე და ძალა; მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველა მასზე გაჯავრებულნი.
  2. ფსალმუნები 27:8
    უფალი ძალაა თავისი ხალხისა და ხსნის ბურჯია თავისი ცხებულისთვის.
  3. ფსალმუნები 36:39
    მართალთა შველა კი უფლისგანაა, ის არის მათი თავშესაფარი გაჭირვების ჟამს.
  4. გამოსვლა 15:2
    ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
  5. ფსალმუნები 27:7
    უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი. მას მიენდო ჩემი გული და დამეხმარა. ზეიმობს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვაქებ მას.
  6. ფსალმუნები 117:14
    ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, ხსნა არის იგი ჩემთვის.
  7. აბაკუმი 3:19
    უფალი, ღმერთი ჩემი ძალაა, ფურ-ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს მაღლობებს მომატარებს. გუნდის ლოტბარს – ჩემს სიმებიან საკრავებზე.
  8. ფსალმუნები 58:9
    ძალავ ჩემო, შენ მოგენდობი, რადგან ღმერთია ჩემი სიმაგრე.
  9. ესაია 49:5
    ახლა კი ასე ამბობს უფალი: დედის მუცელშივე მის მსახურად გამომსახა, რათა მოვაბრუნო მისკენ იაკობი და მასთან შეიკრიბოს ისრაელი. პატივდებული ვარ უფლის თვალში და ჩემი ღმერთია ჩემი ძალა.
  10. ფსალმუნები 17:2
    შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
  11. იერემია 16:19
    უფალო, ძალო ჩემო და შემწევ ჩემო, შესავედრებელო ჩემო გაჭირვების ჟამს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, და ის, რასაც სარგებლობა არ ჰქონდა.
  12. ფსალმუნები 30:4
    გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.
  13. ფსალმუნები 72:26
    ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; მაგრამ ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
  14. ესაია 12:2
    აჰა, ღმერთია ჩემი მხსნელი! მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალია ჩემი ძლიერება, ის არის ჩემი ძალა! ის არის ჩემი მხსნელი.
  15. ფსალმუნები 80:1
    უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, სიხარულით შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს.
  16. ფსალმუნები 45:1
    ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
  17. ფსალმუნები 83:5
    კურთხეულ არიან კაცნი, რომელთა ძლიერებაც შენშია, რომელთა გულშიც სიონისკენ მიმავალი გზაა.
  18. ნეემია 8:10
    უთხრა: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა.

← ყველა თემა „ღ“-ზე