მთავარითემები „გ“განახლებული გული

განახლებული გული

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 ნეშტთა 11:16
    ისრაელის ყველა ტომიდან მიჰყვებოდნენ ლევიანებს, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისთვის.
  2. 2 ნეშტთა 19:3
    თუმცა კეთილი საქმეებიც გიკეთებია, რადგან მოსპე აშერის კერპები ქვეყნიდან და გული ღვთის საძიებლად მოიმზადე.
  3. ეზრა 7:10
    რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.
  4. ფსალმუნები 9:17
    შავეთს დაუბრუნდებიან ბოროტეულნი, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
  5. ფსალმუნები 56:7
    მტკიცეა ჩემი გული ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული, გიმღერებ და გიგალობებ.
  6. ფსალმუნები 111:7
    ცუდი ამბისა არ შეეშინდება, მტკიცეა მისი გული, უფალზეა მინდობილი.
  7. 1 მეფეთა 2:1
    ილოცა ხანამ და თქვა: „ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.
  8. ზაქარია 10:7
    გმირივით იქნება ეფრემი და გამხიარულდება მათი გული, როგორც ღვინისგან; იხილავენ მათი ძენი და გამხიარულდებიან; უფლით გაიხარებს მათი გული.
  9. 3 მეფეთა 8:61
    ამიტომ სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი უფლისადმი, თქვენი ღმერთისადმი, რათა ცხოვრობდეთ მისი წესებით და იცავდეთ მის მცნებებს, როგორც დღეს!
  10. ფსალმუნები 101:2
    ნუ დამიფარავ შენს სახეს ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, ოდეს მოგიხმობ და მალე მიპასუხე.
  11. ფსალმუნები 96:11
    სიმართლემ გამოანათა მართალთათვის და გულით წრფელთათვის - მხიარულებამ.
  12. ფსალმუნები 124:4
    სიკეთე გაუკეთე უფალო კეთილთ და მათ, ვინც გულით მართალია.
  13. ფსალმუნები 72:1
    ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
  14. ფსალმუნები 23:4
    ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
  15. მათეს 5:8
    ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
  16. 1 მეფეთა 24:5
    წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
  17. საქმეები 2:46
    ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
  18. ებრაელთა 10:22
    მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
  19. ლუკას 8:15
    კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
  20. ფსალმუნები 50:17
    შესაწირი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.
  21. რომაელთა 6:17
    ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.
  22. ფსალმუნები 118:11
    გულში დავიუნჯე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
  23. იერემია 32:40
    სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.
  24. მეორე რჯული 30:6
    გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.
  25. რომაელთა 2:29
    არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.
  26. 2 კორინთელთა 6:11
    ბაგე ჩვენი გახსნილია თქვენ მიმართ, კორინთელნო, და გული ჩვენი - ღია.

← ყველა თემა „გ“-ზე