მთავარითემები „ღ“ღვთისადმი დაჟინებულობა

ღვთისადმი დაჟინებულობა

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 54:17
    საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.
  2. ფსალმუნები 21:1-2
    ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ? ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით – არ მპასუხობ, ღამით – და არა მაქვს მოსვენება.
  3. ფსალმუნები 85:3
    შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.
  4. 1 თესალონიკელთა 5:17
    ილოცეთ განუწყვეტლივ.
  5. 1 ტიმოთეს 5:5
    ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
  6. მათეს 7:7-8
    ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს – ღებულობს, ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
  7. ლუკას 11:9-10
    მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
  8. ლუკას 18:2-8
    თქვა: „ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან. დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე? მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?
  9. ეფესელთა 6:18
    ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
  10. რომაელთა 1:9-10
    მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
  11. კოლოსელთა 4:12
    მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.
  12. 1 თესალონიკელთა 1:2-3
    მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.
  13. 2 ტიმოთეს 1:3
    ვმადლობ ღმერთს, რომელსაც წმიდა სინდისით ვემსახურები წინაპრებივით და განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.
  14. ფსალმუნები 118:58
    გევედრები მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
  15. ფსალმუნები 129:1-2
    სიღრმეებიდან მოგიხმე, უფალო; ისმინე ჩემი ხმა, უფალო! ყური მოაპყარ ჩემს ვედრებას.
  16. ფსალმუნები 54:1-2
    ისმინე ღმერთო ჩემი ლოცვა და ნუ დაემალები ჩემს ვედრებას ყური მომაპყარ და მიპასუხე; მოსვენებას არ მაძლევს ჩემი საფიქრალი, წუხილში ვარ
  17. ფსალმუნები 60:1-2
    ისმინე უფალო ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. ქვეყნის კიდიდან შემოგღაღადებ გულგათანგული, ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე ამიყვანე.
  18. იონა 3:8
    კაცმაც და პირუტყვმაც ჯვალო ატაროს და მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, რათა მოექცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და ძალადობისგან, რაშიც ხელი აქვს გარეული!

← ყველა თემა „ღ“-ზე