ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთით ცოცხალი
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 45:5
ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.
- დაბადება 50:20
ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე.
- ფსალმუნები 65:9
მან შეუნარჩუნა სიცოცხლე ჩვენს სულს და ფეხი ჩვენი დაიცვა წაბორძიკებისგან.
- ფსალმუნები 40:2
უფალი დაიცავს მას, აცოცხლებს და კურთხეული იქნება ქვეყანაზე; არ ჩააგდებს მისი მტრების ხელთ, მათი სურვილისამებრ.
- ფსალმუნები 32:19
რათა იხსნას ისინი სიკვდილისგან და ასაზრდოოს შიმშილის ჟამს.
- ფსალმუნები 29:3
უფალო, შენ ამომიყვანე შავეთიდან და მაცოცხლე, რომ არ ჩავსულიყავი საფლავში.
- მეორე რჯული 4:4
ხოლო თქვენ, ვინც უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, დღემდე ცოცხლები ხართ ყველანი.
- ფსალმუნები 41:8
დღისით მოავლენს უფალი თავის წყალობას, ღამით კი მე ვუმღერ _ ვილოცებ ჩემი სიცოცხლის ღმერთთან.
- იობი 12:10
მის ხელთაა ყოველი სულდგმულის სიცოცხლე და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.
- საქმეები 17:28
რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!
- მალაქია 3:6
რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, ამიტომ არ ნადგურდებით თქვენ, იაკობის ძენო.
- მათეს 4:4
იესომ მიუგო პასუხად: „დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“.
- საქმეები 27:34
ამიტომ გთხოვთ ჭამოთ, ვინაიდან ეს თქვენივე გადასარჩენადაა საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ბეწვიც კი არ დაიკარგება“.
- იაკობის 4:15
ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.
- ფსალმუნები 26:13
თუმცა მწამს, რომ ვიხილავ უფლის სიკეთეს ცოცხალთა ქვეყანაში!
- ფსალმუნები 55:13
რადგან მიხსენი მე სიკვდილისგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისგან, რათა ვიარო ღვთის წინაშე სიცოცხლის სინათლეში.