მთავარითემები „ღ“ღმერთმა აჩვენა თავისი წყალობა

ღმერთმა აჩვენა თავისი წყალობა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 143:2
    მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, თავშესაფარი და მხსნელი ხარ ჩემი, ფარი და იმედი, რომელიც ხალხებს მიმორჩილებს.
  2. ფსალმუნები 58:17
    ძალავ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი – ჩემი მწყალობელი.
  3. ფსალმუნები 93:18
    როდესაც ვთქვი: მომიცურდა-მეთქი ფეხი, შენმა წყალობამ გამამაგრა უფალო.
  4. ფსალმუნები 31:10
    მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
  5. ფსალმუნები 32:18
    აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
  6. ფსალმუნები 146:11
    ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
  7. ფსალმუნები 51:8
    მე კი – ღმერთის სახლში ამწვანებულ ზეთისხილის ხესავით ვარ, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
  8. ფსალმუნები 58:10
    ღმერთი ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვება; გამარჯვებით შემახედებს იგი ჩემს მტრებზე.
  9. ფსალმუნები 116:2
    რადგან დიადია ჩვენს მიმართ მისი წყალობა და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ალელუია!
  10. ფსალმუნები 85:5
    რადგან, კეთილი და მიმტევებელი ხარ შენ, უფალო, და დიდად მოწყალე ყველასთვის, ვინც შენ მოგიხმობს.
  11. ფსალმუნები 88:24
    ჩემი ერთგულება და წყალობა იქნება მასთან; ჩემი სახელით მომაღლდება მისი რქა ღირსებისა.
  12. ფსალმუნები 88:28
    უკუნისამდე შევუნახავ ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა მტკიცე იქნება მისთვის.
  13. ფსალმუნები 88:33
    მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ერთგულებას.

← ყველა თემა „ღ“-ზე