მთავარი ›ბიბლია ›1 მეფეთა

ძველი აღთქმა · 1 მეფეთა

1 მეფეთა 31

31

1 დაეწივნენ ფილისტიმელნი საულს და მის ძეებს და განგმირეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის ძენი.

2 სასტიკი ბრძოლა გაიმართა საულთან, ისრები დაჰკრეს მშვილდოსნებმა და მძიმედ დაიჭრა იგი.

3 უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: "იშიშვლე მახვილი და გამიყარე, თორემ მოვლენ ეს წინადაუცვეთელნი, მომკლავენ და შეურაცხმყოფენ”, მაგრამ არ გაუგონა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.

4 დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, დაეგო ისიც მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.

5 ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ძე, საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი კაცი იმ დღეს.

6 დაინახეს ველს გაღმა და იორდანეს გაღმა მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ მოკვდნენ საული და მისი ძენი, მიატოვეს ქალაქები და გაიქცნენ; ფილისტიმელები კი მივიდნენ და ჩასახლდნენ იქ.

7 მეორე დღეს, როცა მოკლულთა გასაძარცვად მივიდნენ ფილისტიმელნი, იპოვეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ძე.

8 თავი მოჰკვეთეს საულს, საჭურველი ახსნეს და ფილისტიმელთა ქვეყანასა და მის შემოგარენში გააგზავნეს, რათა ხალხისთვის ეხარებინათ ეს ამბავი თავის საკერპეებში.

9 საჭურველი ყაშთაროთის საკერპეში დადეს, ხოლო გვამი ბეთშანის გალავანზე მიაჭედეს.

10 და გაიგეს გილყადის იაბეშის მცხოვრებლებმა, რაც გაუკეთეს ფილისტიმელებმა საულს;

11 ადგა ყველა ვაჟკაცი, მთელი ღამე იარეს, ჩამოხსნეს საულისა და მისი ძეების გვამები ბეთ-შანის გალავნიდან, იაბეშში წაიღეს და დაწვეს.

12 აიღეს მათი ძვლები და დაკრძალეს იაბეშის იალღუნის ქვეშ; და იმარხულეს შვიდი დღე.

13 საულის სიკვდილის შემდეგ, დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებული დავითი და ციკლაგში დარჩა ორ დღეს.

1 მეფეთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31