მთავარიბიბლია1 მეფეთა

ძველი აღთქმა · 1 მეფეთა

1 მეფეთა 10

10

1 და აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი , თავზე დაასხა , აკოცა და უთხრა : „ აჰა , გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად .

2 დღესვე , როცა ჩემგან წახვალ , ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან , ბენიამინის საზღვარზე , ცელცახში . გეტყვიან : “ ნაპოვნია ვირები , რომელთა საძებრადაც წამოხვედი . აჰა , დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს : რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო ?

3 და გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან , და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალ სამ კაცს . ერთს სამი თიკანი მიჰყავს , მეორეს სამი პური მიაქვს , მესამეს ტიკით ღვინო .

4 მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ , და შენც გამოართმევ ხელიდან .

5 შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ , სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია . ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა გუნდს , რომელთაც წინ მოუძღვებიან ქნარით , დაფდაფით , სტვირითა და ებნით , თავად კი წინასწარმეტყველებენ .

6 ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აწინასწარმეტყველდები , სხვა კაცად გარდაიქმნები .

7 როცა ყოველივე ეს აგიცხადდება , როგორც მოგიხდეს , ისე მოიქეცი , რადგან ღმერთი იქნება შენთან .

8 ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან , რათა შევწირო სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი . შვიდ დღეს მელოდე , ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი , რა უნდა გააკეთო .”

9 როგორც კი გატრიალდა საული სამუელისაგან წასასვლელად , სხვა გული ჩაუდო მას ღმერთმა და ყველა ნიშანი აუცხადდა იმ დღეს .

10 ავიდნენ ბორცვზე და აჰა , მოდის მისკენ წინასწარმეტყველთა გუნდი . გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აწინასწარმეტყველდა .

11 ყველანი , ვინც გუშინ და გუშინწინ იცნობდნენ მას , ხედავდნენ წინასწარმეტყველებთან ერთად გაწინასწარმეტყველებულს , და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში : „ რა დაემართა კიშის ძეს ? ნუთუ საულიც გაწინასწარმეტყველდა ?”

12 თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა : „ ვინ არის მათი მამა ?” ასე წარმოიშვა ანდაზა : „ ნუთუ საულიც გაწინასწარმეტყველდა ?”

13 მორჩა ქადაგობას და ავიდა გორაკზე .

14 უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს : „ სად იარეთ ?” მიუგო : „ ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ , სამუელთან წავედით .”

15 უთხრა საულს ბიძამ : „ მომიყევი , რა გითხრათ სამუელმა .”

16 უთხრა საულმა ბიძას : „ გამოგვიცხადა , ნაპოვნიაო ვირები .” ხოლო მეფობის ამბავი , რაც სამუელმა უთხრა , არ გაუმხელია მისთვის .

17 მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში .

18 უთხრა ისრაელის ძეთ : „ ასე ამბობს უფალი , ღმერთი ისრაელისა : „ მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან , მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა სამეფოს ხელიდან , რომელიც კი გჩაგრავდათ .’

19 დღეს თქვენ უარყოფთ თქვენს ღმერთს , რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში , რადგან ეუბნებით : მეფე დაგვისვიო . აბა , დადექით უფლის წინაშე თქვენ – თქვენი ტომისა და საგვარეულოების მიხედვით .”

20 სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი .

21 მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოების მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი ; მერე საულს , კიშის ძეს , ხვდა წილი . დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს .

22 კვლავ შეეკითხნენ უფალს : „ თუ კიდევ მოვა ის ?” თქვა უფალმა : „ აჰა , აღალს ეფარება .”

23 გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან . ჩადგა ხალხში და ერთი თავით მაღალი იყო .

24 უთხრა სამუელმა მთელ ხალხს : „ ხომ ხედავთ , ვინ აირჩია უფალმა ? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი ”, შესძახა ხალხმა და თქვა : „ დღეგრძელი იყოს მეფე !”

25 გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი . წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო . მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი , და წავიდ - წამოვიდნენ თავ - თავის სახლებში .

26 საულიც წავიდა თავისი სახლისაკენ , გიბყაში . თან გაჰყვა მამაცი ხალხი , რომელთა გულებს ღმერთი შეეხო .

27 უღირსი ხალხი ამბობდა : „ ეგ ჩვენ როგორ გვიხსნის ?” და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს . ის კი თითქოს ვერ ამჩნევდა ამას .

1 მეფეთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31