ბიბლიის მუხლები თემაზე
წარმატებით ბედნიერი
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესთერი 8:15
და მორდექაი გამოვიდა მეფისაგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო სამოსლით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეულის მოსასხამით. შუშან-ქალაქი კი ზეიმობდა და ხარობდა.
- ესთერი 5:9
და გავიდა ჰამანი იმ დღეს მხიარული და გულსავსე, მაგრამ როგორც კი ჰამანმა მეფის კარიბჭესთან თვალი მოჰკრა მორდექაის, რომელიც არ წამომდგარა მის წინაშე და არც განძრეულა, რისხვით აღეგზნო ჰამანი მორდექაის მიმართ.
- ფსალმუნები 125:2
მაშინ აივსო სიცილით ჩვენი ბაგეები და ჩვენი ენა – გალობით; მაშინ ამბობდნენ ერებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთვის.
- ფსალმუნები 125:3
დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთვის, – გავმხიარულდით.
- ფსალმუნები 13:7
ოჰ, რომ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელზე! როცა უფალი დააბრუნებს თავის ხალხს, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი!
- ფსალმუნები 52:6
ნეტავ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.
- ფსალმუნები 105:5
რათა ვიხილო სიკეთე შენს რჩეულთა, გავიხარო შენი ერის სიხარულით, და ვიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
- ფსალმუნები 117:24
ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში!
- აბაკუმი 1:15
ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.
- ლუკას 15:5
და რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს.
- ლუკას 15:9
და როდესაც იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ‘გაიხარეთ ჩემთან ერთად, რადგან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.’
- გამოცხადება 15:15
ამიტომ, იხარეთ, ცანო, და თქვენ, ვინც მათში ბინადრობთ! და ვაი მიწასა და ზღვას, რადგან თქვენთან გადმოვიდა ეშმაკი დიდი წყრომით, რადგან იცის, რომ მცირე დრო აქვს.