ბიბლიის მუხლები თემაზე
უზენაესი
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 46:2
რადგან საშიშია უზენაესი უფალი, დიადი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
- მეორე რჯული 7:21
არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
- ფსალმუნები 90:1
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
- ფსალმუნები 81:6
მე ვთქვი: თქვენ ხართ ღმერთები; უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
- ფსალმუნები 56:2
უზენაეს ღმერთს მოვუხმობ, ღმერთს, რომელიც თავის ზრახვებს აღასრულებს ჩემზე.
- მეორე რჯული 32:8
როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
- 2 მეფეთა 22:14
ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.
- ფსალმუნები 7:17
განვადიდებ უფალს მისი სიმართლისამებრ და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
- ფსალმუნები 82:18
რათა შეიცნონ, რომ უფალია შენი სახელი და მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყანაზე.
- დანიელი 4:17
ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.