მთავარითემები „უ“უფალი ჩვენი ფარია

უფალი ჩვენი ფარია

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 27:7
    უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი. მას მიენდო ჩემი გული და დამეხმარა. ზეიმობს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვაქებ მას.
  2. ფსალმუნები 17:2
    უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.
  3. დაბადება 15:1
    ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!
  4. მეორე რჯული 33:29
    ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს.
  5. ფსალმუნები 32:20
    სული ჩვენი უფალს მოელის, ის არის დამხმარე და ფარი ჩვენი.
  6. ფსალმუნები 83:11
    რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას იძლევა იგი, არანაირ სიკეთეს არ დაუკავებს უბიწოდ მოარულთ.
  7. ფსალმუნები 114:9
    ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
  8. იგავნი 30:5
    ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.
  9. ფსალმუნები 88:18
    რადგან უფალია ჩვენი ფარი და ისრაელის წმიდა – მეფე ჩვენი.
  10. ფსალმუნები 3:3
    მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.

← ყველა თემა „უ“-ზე