მთავარითემები „ს“სწორი გზის სწავლა

სწორი გზის სწავლა

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 118:9
    როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.
  2. იერემია 6:16
    ასე ამბობს უფალი: „დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
  3. ფსალმუნები 100:2
    ჩავუფიქრდები უბიწოთა გზას: როდის მოხვალ ჩემთან? სუფთა გულით ვივლი ჩემს სახლში.
  4. ფსალმუნები 36:5
    ღმერთს მიანდე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
  5. იგავნი 4:26
    მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.
  6. გამოსვლა 18:20
    ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ.
  7. მეორე რჯული 1:33
    რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.
  8. ფსალმუნები 31:8
    ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
  9. იგავნი 4:11
    სიბრძნის გზისკენ მიგმართე და სწორ ბილიკებზე წარგიძეხი.
  10. ფსალმუნები 15:11
    მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.
  11. ლუკას 1:79
    სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
  12. ესაია 30:21
    შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: „ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.
  13. ფსალმუნები 17:32
    ღმერთი მმოსავს ძალით და მისწორებს გზას.
  14. ფსალმუნები 106:7
    დააყენა სწორ გზაზე, რომ მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.
  15. ფსალმუნები 24:8
    კეთილი და მართალია უფალი, ამიტომ აყენებს გზაზე ცოდვილებს.
  16. ებრაელთა 12:13
    მოასწორეთ გზები თქვენი ფეხებისთვის, რათა კოჭლმა კი არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.
  17. იგავნი 3:6
    ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
  18. ფსალმუნები 22:3
    სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო.
  19. ფსალმუნები 138:24
    ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.
  20. ფსალმუნები 118:35
    დამაყენე შენი მცნებების კვალზე, რადგან მათში ვპოულობ სიხარულს.

← ყველა თემა „ს“-ზე