მთავარითემები „შ“შიშისგან თავისუფალი

შიშისგან თავისუფალი

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 55:3-4
    როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს. ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ვაქებ; ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
  2. ებრაელთა 13:6
    ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?
  3. ესაია 12:2
    აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.
  4. ფსალმუნები 3:6
    ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან.
  5. ფსალმუნები 26:1
    უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა - ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი - ვინ შემაძრწუნებს?
  6. ფსალმუნები 22:4
    სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
  7. ფსალმუნები 26:3
    ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
  8. ფსალმუნები 117:6
    უფალი ჩემთანაა - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
  9. ფსალმუნები 55:3
    როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს.
  10. ფსალმუნები 33:4
    ვეძებდი უფალს და მიპასუხა, დამიხსნა ყველა ჩემი შიშისგან.
  11. ებრაელთა 10:38
    ვინაიდან ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.
  12. ფსალმუნები 45:1-2
    ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს. ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში.
  13. იგავნი 1:33
    ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და ბოროტების შიშის გარეშე მოისვენებს”.
  14. ფსალმუნები 111:5-8
    კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს; უკუნისამდე არ წაბორძიკდება; მარადიული იქნება მართლის ხსოვნა. ცუდი ამბისა არ შეეშინდება, მტკიცეა მისი გული, უფალზეა მინდობილი. მტკიცეა მისი გული; არ შეშინდება და ბოლოს გამარჯვებით დახედავს თავის მტრებს.
  15. მიქა 4:4
    და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა.
  16. იობი 5:22
    გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.
  17. რომაელთა 8:15
    ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!
  18. ესაია 54:14
    სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, არ შეძრწუნდები და შიშის ზარი არ აგიტანს შენ.
  19. 1 იოანეს 4:18
    სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრული სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, მშიშარა კი სრული არ არის სიყვარულში.

← ყველა თემა „შ“-ზე