მთავარითემები „შ“შინაგანი სურვილების წარმოსახვა

შინაგანი სურვილების წარმოსახვა

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 4:23
    ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.
  2. 2 კორინთელთა 10:4-5
    ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი; მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
  3. ფსალმუნები 9:23
    რადგან თავისი გულის ავხორცობით ტრაბახობს ბოროტი, ანგარების მოყვარული კი წყევლის და უარყოფს უფალს.
  4. მათეს 12:34-35
    იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.
  5. ლუკას 6:45
    კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
  6. 3 მეფეთა 8:39
    ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;
  7. 1 ნეშტთა 28:9
    შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას - იპოვი, თუ მიატოვებ - სამუდამოდ უარგყოფს.
  8. 1 მეფეთა 16:7
    უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს”.
  9. ფსალმუნები 7:9
    შეწყდეს უმართლოთა ბოროტება, მართალი კი განამტკიცე, რადგან შენ სცდი გულებსა და ზრახვებს, მართალო ღმერთო!
  10. ფსალმუნები 18:14
    დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.
  11. ფსალმუნები 25:2
    შემამოწმე უფალო და გამომცადე, ბრძმედში გამოატარე ჩემი გონება და გული.
  12. ფსალმუნები 37:9
    უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც არაა დაფარული შენგან.
  13. ფსალმუნები 43:21
    განა არ გვაზღვევინებდა ამას ღმერთი? რადგან იცის მან საიდუმლონი გულისა.
  14. ფსალმუნები 138:2
    იცი, როდის ვჯდები და ვდგები; შორიდანვე ხვდები ჩემს ფიქრებს.
  15. იგავნი 15:26
    საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.
  16. იგავნი 21:2
    კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს სწონის.
  17. იერემია 11:20
    ცაბაოთ უფალო! სიმართლით განმკითხავო, შენ იკვლევ თირკმელებსა და გულს. მაჩვენე შენი შურისძიება მათზე, შენთვის მომინდვია ჩემი საქმე.

← ყველა თემა „შ“-ზე