მთავარითემები „ი“ისრები

ისრები

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 126:3-5
    აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
  2. იგავნი 26:18
    როგორც თავის მომგიჟიანებელი, რომელიც ისვრის ნაპერწკლებს, ისრებს და სიკვდილს,
  3. ფსალმუნები 119:3-4
    რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი? იგია მეომრის წამახული ისარი, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
  4. იერემია 51:11
    გალესეთ ისრები, შეავსეთ კაპარჭები! გამოაღვიძა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.
  5. ზაქარია 9:14
    უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ, და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი. ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
  6. ფსალმუნები 63:2-4
    დამიფარე ვერაგთა საიდუმლო ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა, რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
  7. მეორე რჯული 32:42
    სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, ჩემი მახვილი ხორცს შეჭამს მოკლულთა და ტყვეთა სისხლითურთ, მტრის მთავართა თავებითურთ.
  8. ფსალმუნები 7:13
    მომაკვლინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
  9. ეზეკიელი 5:16
    მათზე შიმშილის ულმობელი ისრების გაგზავნისას, რომლებიც დასაღუპავად იქნებიან, როდესაც გავგზავნი მათ თქვენს დასაღუპავად, და შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და დაგილეწავთ თქვენ პურის არგანს.
  10. 4 მეფეთა 9:24
    და მოზიდა მშვილდი იეჰუმ, და ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. და ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა.
  11. ფსალმუნები 44:5
    შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
  12. ესაია 5:28
    მათი ისრები დალესილია და მათი ყველა მშვილდი დაჭიმულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟის მსგავსია და მათი ბორბლები გრიგალივითაა.
  13. დაბადება 27:3
    და ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის რაიმე ნადირი
  14. 1 მეფეთა 20:20-22
    სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, ვითომც მიზანში ვისვრი. და აჰა, ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს, არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები. და თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
  15. მეორე რჯული 32:23
    თავზე დავატეხ მათ უბედურებას, მათზე გავხარჯავ ჩემს ისრებს.
  16. იობი 6:4
    რადგან ყოვლადძლიერის ისრები მე განმეწონენ და მათ შხამსა სვამს ჩემი სული, ღვთის საშინელებანი ამიმხედრდნენ.
  17. ფსალმუნები 10:2
    რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.

← ყველა თემა „ი“-ზე