მთავარითემები „ღ“ღვთის მზრუნველობა

ღვთის მზრუნველობა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 120:3
    ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას; არ ჩათვლემს შენი დამცველი.
  2. ფსალმუნები 8:4
    რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან - ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?
  3. ფსალმუნები 22:1
    უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.
  4. ფსალმუნები 64:9
    ზრუნავ მიწაზე და რწყავ, უხვად ავსებ დოვლათით; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით, რომ მისცე ადამიანებს პური, რადგან ასე დაადგინე.
  5. ფსალმუნები 146:9
    საზრდოს აძლევს ცხოველებს, ყორნის ბახალებს, რომლებიც შესჩხავიან.
  6. ფსალმუნები 113:20
    უფალს ვახსოვართ და გვაკურთხებს ჩვენ; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
  7. მათეს 6:32
    რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
  8. მათეს 10:30-31
    ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
  9. ლუკას 15:20
    ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
  10. ესაია 49:15
    განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუმწოვარ შვილს; განა არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ!
  11. იოანეს 10:13-14
    დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,
  12. ეფესელთა 5:25
    მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
  13. ფსალმუნები 102:13-14
    როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები. ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ.

← ყველა თემა „ღ“-ზე