ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი მაღლა
22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იობი 22:12
განა ცათა მწვერვალზე არ იმყოფება ღმერთი? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
- ფსალმუნები 91:8
შენ კი უფალო, ამაღლებული ხარ, სამარადისოდ!
- ფსალმუნები 98:9
აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთაზე, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.
- დაბადება 14:18-20
და მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. და იყო ის მღვდელი მაღალი ღმერთისა. და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის მეუფის მიერ. და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი.
- დაბადება 14:22
და უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „ავაპყრობ ჩემს ხელებს უფლის მიმართ, მაღალი ღმერთისა, ცისა და მიწის მეუფისა,
- რიცხვნი 24:16
ნათქვამი ღმერთის სიტყვათა გამგონისა, რომელმაც იცის უზენაესის ნება, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:
- ესაია 6:1
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.
- იობი 11:8
მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
- ფსალმუნები 102:11
ვინაიდან როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთა მიმართ.
- ესაია 55:9
და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები – თქვენს ზრახვებზე.
- ფსალმუნები 112:4
ყველა ერზე ამაღლდა უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
- ესაია 57:15
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
- ფსალმუნები 7:7
გარს შემოგეხვევა ხალხთა კრებული, მათ ზემოთ ამაღლდები მწვერვალზე.
- ამოსი 4:13
რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
- ფსალმუნები 35:6
სიმართლე შენი – ვითარცა მთები ღმერთისა, სამართალი შენი – ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ იცავ უფალო.
- მიქა 4:1
და იქნება უკანასკნელ დღეებში, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში განმტკიცდება, ამაღლდება იგი გორაკებზე და ყოველი ხალხი მისკენ დაიწყებს დინებას.
- მიქა 6:6
რით წარვდგე უფლის წინაშე და ვეთაყვანო მაღალ ღმერთს? ყოვლადდასაწველი ერთწლიანი ხბორებით ხომ არ მივეახლო?
- მარკოზის 5:7
ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!
- ლუკას 2:14
დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!
- ლუკას 24:49
და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.
- ეფესელთა 4:6
ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
- ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.