მთავარითემები „ღ“ღმერთი კეთილმოქმედია

ღმერთი კეთილმოქმედია

28 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 118:68
    კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.
  2. ფსალმუნები 144:9
    ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.
  3. გოდება იერემიასი 3:38
    განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
  4. მათეს 5:45
    რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
  5. ფსალმუნები 124:4
    სიკეთე გაუკეთე უფალო კეთილთ და მათ, ვინც გულით მართალია.
  6. იერემია 24:6
    მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.
  7. მიქა 2:7
    ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
  8. რომაელთა 8:28
    ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
  9. მარკოზის 7:37
    მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს.
  10. საქმეები 14:17
    თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.
  11. დაბადება 32:9
    და თქვა იაკობმა: „მამაჩემის, აბრაამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.
  12. დაბადება 32:12
    ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.
  13. გამოსვლა 1:20
    სიკეთე უყო ღმერთმა ბებიაქალებს. ხალხი კი მრავლდებოდა და ძლიერდებოდა.
  14. ფსალმუნები 118:65
    კეთილად ექცეოდი შენს მსახურს უფალო, შენი სიტყვისამებრ.
  15. გამოსვლა 18:9
    გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა ისრაელს, ეგვიპტელთაგან მათი გამოხსნისას.
  16. რიცხვნი 10:29
    უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: „ჩვენ იმ ადგილისკენ მივემგზავრებით, რომელიც უფალმა აღგვითქვა მოსაცემად. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთეს შეპირდა უფალი ისრაელს.
  17. ზაქარია 8:15
    ისევე გადავწყვიტე, რომ სიკეთე ვუყო იერუსალიმისა და იუდას ხალხს ამ დღეებში. ნუ გეშინიათ!
  18. იერემია 32:41
    მათთვის სიკეთის ქმნაში გავიხარებ და ერთგულებით დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
  19. იერემია 33:9
    და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც შეიტყობენ ყველა იმ სიკეთეზე, მე რომ ვიქმ; შეშინდებიან და ათრთოლდებიან იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მოვიმოქმედებ.
  20. იერემიას 32:42
    რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა იმ სიკეთეს, რასაც დავპირდი.
  21. ეზეკიელი 36:11
    გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ. დაგაფუძნებთ წინანდებურად და პირვანდელზე უკეთესად იქნებით. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
  22. ფსალმუნები 72:1
    ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
  23. ფსალმუნები 50:18
    სიკეთე უყავ შენი კეთილგანწყობით სიონს, აღადგინე გალავნები იერუსალიმისა.
  24. რიცხვნი 10:32
    თუ გამოგვყვები, რა სიკეთესაც მოგვმადლებს უფალი, იმავე სიკეთეს შენც გაგიზიარებთ.
  25. დაბადება 50:20
    ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე.
  26. ფსალმუნები 22:6
    ასე, სიკეთე და წყალობა დამედევნება კვალდაკვალ, ყოველ დღეს ჩემი სიცოცხლისა; და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
  27. ფსალმუნები 15:2
    ვუთხარი უფალს, შენ ხარ ჩემი ბატონი; შენ გარეშე არ არსებობს ჩემი სიკეთე.
  28. იერემია 18:10
    მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში და არ შეისმენს ჩემს ხმას, მაშინ მეც გადავიფიქრებ იმ სიკეთეს, მას რომ ვუპირებდი.

← ყველა თემა „ღ“-ზე