ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ათავისუფლებს ტყვეებს
26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 61:1
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.
- ფსალმუნები 101:20
რომ მოისმინოს პატიმრის კვნესა და გაათავისუფლოს სიკვდილმისჯილნი.
- იერემია 30:8
და იქნება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავამსხვრევ მის უღელს მათ ქედზე და დავწყვეტ მათ ბორკილებს; ვეღარ დაიმონებენ მას უცხონი.
- ეზეკიელი 34:27
ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
- ნაუმი 1:13
ახლა კი დავლეწავ უღელს, ქედზე რომ გადგას და დავწყვეტ შენს აპეურებს.
- ეზეკიელი 30:18
თეხფენხესში დაბნელდება, როცა ეგვიპტის უღელს დავამსხვრევ. გარდახდება მისი ძლევამოსილების სიამაყე, ღრუბელი დაფარავს; დატყვევდებიან მისი ასულნი.
- ესაია 9:4
როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი.
- ოსია 11:4
ადამიანური საბელებით ვატარებდი, სიყვარულის თოკებით, ვითარცა ამხსნელი ლაგამისა მათი ყბებიდან; დავიხარე და ვკვებავდი მათ.
- ფსალმუნები 67:6
ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.
- დანიელი 3:25
მიუგო მან და თქვა: „შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდიმოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს!
- ფსალმუნები 106:14
გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან; ბორკილები მათი დაწყვიტა.
- იობი 12:18
მეფეებს ბორკილებს ხსნის და სარტყელს არტყამს წელზე;
- ფსალმუნები 115:7
უფალო, ნამდვილად შენი მსახური ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; შენ შემხსენი ბორკილები.
- ფსალმუნები 145:7
აღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს.
- ეზეკიელი 13:20
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ თქვენი ჯადოქრული სამაჯურების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ფრინველებივით ინადირებთ; გამოგგლეჯთ მკლავებიდან და გავათავისუფლებ სულებს, რომლებსაც ფრინველებივით ინადირებთ.
- ზაქარია 9:11
შენ კი: შენთან დადებული აღთქმის გამო, სისხლით რომ იქნა დაბეჭდილი, გავათავისუფლებ შენს ტყვეებს უწყლო ჭიდან.
- იობი 39:5
ვინ გაუშვა კანჯარი ლაღად? ველურ ვირს საბელები ვინ აუხსნა,
- საქმეები 2:24
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
- ფსალმუნები 141:7
საპყრობილედან გამომიყვანე, რათა ხოტბა შევასხა შენს სახელს! გარს შემომეხვევიან მართლები, რადგან კეთილად მომექცევი.
- საქმეები 12:7
და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: „ჩქარა ადექი!“ და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.
- საქმეები 16:26
უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
- საქმეები 5:19
მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
- საქმეები 12:7-10
და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: „ჩქარა ადექი!“ და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა უთხრა ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი.“ ასეც მოიქცა. უთხრა: „მოსასხამი მოისხი და გამომყევი.“ პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო. გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
- საქმეები 12:17
მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: „შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს.“ მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
- ესაია 49:9
რათა ტყვეებს უთხრა: გამოდით! და სიბნელეში მსხდომთ: გამოჩნდით! გზების გასწვრივ გამოიკვებებიან და ყველა მოშიშვლებულ სიმაღლეზე მათი საძოვარი იქნება.
- ფსალმუნები 118:45
ფართო ადგილზე ვივლი, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავდი.