მთავარითემები „ღ“ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება

ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 137:6
    ამაღლებულია უფალი, მაგრამ ხედავს თავმდაბალს; მედიდურს კი, შორიდანვე ცნობს.
  2. იგავნი 8:13
    უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
  3. იერემია 50:31
    აჰა, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, რადგან შენი დღე დადგა, შენი დასჯის ჟამი.
  4. იგავნი 6:17
    ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,
  5. ამოსი 6:8
    თავისი თავი დაიფიცა უფალმა ღმერთმა. ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძაგს იაკობის დიდგულობა და მისი სასახლეები, ამიტომ, მტრებს გადავცემ ქალაქს და მთელ მის სისავსეს.
  6. იაკობის 4:6
    თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
  7. 1 პეტრე 5:5
    ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
  8. ესაია 2:12
    რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალს, ამპარტავანსა და მედიდურს; დამცირდებიან ისინი;
  9. ესაია 23:9
    ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენიერებისა და დაემცირებინა ყველა წარჩინებული ქვეყნიერებისა.
  10. 2 მეფეთა 22:28
    დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;
  11. ფსალმუნები 30:23
    შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.
  12. დანიელი 4:37
    ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.
  13. ლუკას 1:51
    გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
  14. ეზეკიელი 7:24
    უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.
  15. ფსალმუნები 17:27
    რადგან ჩაგრულ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
  16. ფსალმუნები 118:21
    შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
  17. ფსალმუნები 93:2
    აღსდექ, მსაჯულო ქვეყნიერებისა, საზღაური მიაგე ამპარტავნებს.
  18. იგავნი 15:25
    ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.
  19. ესაია 10:12
    და იქნება, როცა დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინღა მოინახულებს აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის შედეგს.
  20. იერემია 13:9
    ასე ამბობს უფალი: „ასე დავალპობ იუდას სიამაყეს და იერუსალიმის უზომო მედიდურობას.
  21. ზაქარია 9:6
    უცხო მოდგმა იცხოვრებს აშდოდში; აღვგვი ფილისტიმელთა ამპარტავნებას.
  22. ფსალმუნები 21:29
    შეჭამს და თაყვანს გცემს ქვეყნის ყველა ამაყი; მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა.

← ყველა თემა „ღ“-ზე