მთავარითემები „ღ“ღირსების დაკარგვა

ღირსების დაკარგვა

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 19:9
    დიდება შემომაძარცვა და თავიდან გვირგვინი მომხადა;
  2. ფსალმუნები 88:44
    გააცამტვერე მისი დიდება და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
  3. გოდება 1:6
    გაშორდა სიონის ასულს მთელი ბრწყინვალება. მისი მთავრები იმ ირმებს დამსგავსებიან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ და ღონემიხდილნი გაურბიან მდევარს.
  4. გოდება 1:8
    დიდად შესცოდა იერუსალიმმა, ამის გამო იქცა უწმიდურად, ყოველმა მისმა პატივისმცემელმა შეიძულა იგი, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავადაც ოხრავს და სირცხვილით პირს არიდებს მათ.
  5. იობი 30:15
    საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით გადაიქროლა ჩემმა დი­დებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი კეთილდღეობა.
  6. ეზრა 4:14
    და რაკი სასახლის მარილით ვსაზრდოობთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ გამოვგზავნეთ წერილი და შევატყობინეთ მეფეს.
  7. იგავნი 3:35
    ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.
  8. იგავნი 18:3
    მოვა ბოროტი კაცი და მოჰყვება სიძულვილი, უღირსობას კი შერცხვენა მოჰყვება.
  9. იგავნი 6:33
    გვემასა და შერცხვენას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
  10. ესაია 16:14
    ახლა ასე ლაპარაკობს უფალი და ამბობს: „სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, დამცირდება მოაბის დიდება და მისი ხალხის დიდი სიმრავლე; ფრიად მცირე და უძლური იქნება მისი ნატამალი”.
  11. იერემია 48:2
    განქარდა მოაბის დიდება, ხეშბონში განიზრახეს ბოროტება მის წინააღმდეგ: მოდით და მოვსპოთ, რომ აღარ იარსებოს მისმა თესლმა! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან.
  12. ესაია 17:4
    და იქნება იმ დღეს: დაილევა იაკობის დიდება და ჩამოუხმება ხორცი.
  13. გოდება 2:1
    როგორ მოქუფრა უფალმა თავისი რისხვით სიონის ასული. ზეციდან მიწაზე დაამხო მშვენება ისრაელისა, არ გაიხსენა თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.
  14. გოდება 4:16
    უფალმა გაფანტა და მეტად აღარ მოხედავსო მათ, პატივს არ მიაგებდნენ ღვთისმსახურთ და მოხუცებულთ არ ინდობდნენო”.
  15. ესაია 47:1
    ჩამოემხე და მტვერში ჩაჯექი, ქალწულო, ასულო ბაბილონისა, მიწაზე დაჯექი ტახტის გარეშე, ქალდეველთა ასულო, რადგან ნაზსა და სათუთს აღარ გიწოდებენ.
  16. ესაია 21:16
    ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: „ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
  17. ეზეკიელი 28:7
    ამიტომ, აჰა, გამოვიყვან შენზე უცხოებს, ხალხთაგან უსასტიკესთ, იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.
  18. დანიელი 5:20
    მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.
  19. ოსია 4:7
    რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
  20. ოსია 9:11
    ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
  21. ოსია 10:5
    ბეთ-ავენის ხბოს გამო შეშინდებიან სამარიის მკვიდრნი, ხბოს გლოვობენ ხალხი და მისი ქურუმები, მასზე რომ მხიარულობდნენ, რადგან გასცილდა მას მისი დიდება.
  22. აბაკუმი 2:16
    სირცხვილით გაძღები პატივის ნაცვლად. ახლა შენც დალიე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე; შენც მოგიბრუნდება ფიალა უფლის მარჯვენისა და სირცხვილი დიდე­ბის სანაცვლოდ.
  23. ზაქარია 11:3
    მწყემსთა მოთქმის ხმა გაისმის, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა - ვინაიდან გაიძარცვა იორდანეს სიამაყე!
  24. ფსალმუნები 68:6
    ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი უფალო,ცაბაოთ ღმერთო; ნუ გაწბილდებიან ჩემ გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
  25. ფსალმუნები 73:21
    შერცხვენილი ნუ დაბრუნდება ჩაგრული, დაე, აქებდნენ შენს სახელს ღარიბნი და საწყალნი.

← ყველა თემა „ღ“-ზე